ოსკაროსანი მსახიობისა და 90-იანების ქართველი სექს-სიმბოლოს მოულოდნელმა ერთად გამოჩენამ საზოგადოებაში შოკიც კი გამოიწვია. დახვეწილი ია ფარულავა რობერტ დე ნიროსთან ერთად შეერთებული შტატების ქუჩებში სეირნობს.
ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული დე ნირო.
ია ფარულავას პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.
მსახიობსა და ტელეწამყვანს ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა, თუმცა იამ მაშინ განმარტა, რომ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ ახლად დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ არანაირი შეთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ში დარჩენა გადაწყვიტა.
View this post on Instagram
წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის „სიყვარული ვენახში“ შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, თუმცა სკანდალები მას არც ახლა აკლია.