თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, უსახლკარო სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ ადგილზე მისული პოლიცია მის ვინაობას დაადგენდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.