COVID–იმუნიტეტს სხვა ვირუსებიც აყალიბებს: ბრიტანული კვლევა

© AP Photo / Laurent Ciprianiაქცია COVID 19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ
აქცია COVID 19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსისგან დამცავ უჯრედებს მანამდე სხვა ვირუსებით დაავადებაც აყალიბებს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მილიონობით ადამიანს, რომლებსაც COVID-19 არ გადაუტანიათ და, შესაბამისად, ანტისხეულები არ გამომუშავებიათ, ამის მიუხედავად უკვე აქვს დამცავი Т-უჯრედები, რომლებსაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი აყალიბებს, იუწყება გაზეთი The Telegraph.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
ვის არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებისა: იმუნოლოგი განმარტავს

გამოცემა ეყრდნობა Public Health England-ის კვლევას, რომლის თანახმად, Т-უჯრედები ორგანიზმში მანამდე გადატანილი გაციების ანალოგიური ვირუსების საფუძველზე ფორმირდება.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ექსპერტები მანამდე მიიჩნევდნენ.

Public Health England-მა კვლევა ივნისში ჩაატარა 2847 ბრიტანელ მედიკოსზე, პოლიციელსა და მეხანძრეზე. გაირკვა, რომ მათ 25%-ს Т-უჯრედების მაღალი დონე ჰქონდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამას ანტისხეულებზე ჩატარებული ანალოგიური კვლევები აჩვენებდა.

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი, სულ ცოტა, 14 მილიონ ადამიანს (და მეტს) აქვს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მკვლევარები უფრო მეტ ყურადღებას იმ ანტისხეულებზე ამახვილებდნენ, რომლებიც ვირუსს ორგანიზმის უჯრედებში მოხვედრამდე ანადგურებს. T–უჯრედები კი სწორედ კორონავირუსით ინფიცირებულ უჯრედებში აღწევს და ანადგურებს მათ.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
როგორ მოვემზადოთ კორონავირუსთან შესახვედრად: ექიმის რჩევა

მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ კვლევის შემდგომ პერიოდში T–უჯრედების მაღალი დონის მქონე არც ერთი ადამიანი არ დაავადებულა COVID-19-ით. ეს სწავლულებს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ იმუნური სისტემის ზუსტად ეს ნაწილია ვირუსისგან ეფექტური დაცვის ფაქტორი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით Т-უჯრედების მქონე ადამიანების ნახევარს საერთოდ არ ჰქონდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იმუნიტეტის ერთი სახეობა შეიძლება მეორე სახეობის გარეშე არსებობდეს.

„მხედველობაში გვაქვს ის, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც COVID-19-სგან დაცულები არიან, თუმცა ანტისხეულები არ აქვთ“, — აცხადებს Oxford Immunotec-ის პროფესორი პიტერ რაიტორ-სმიტი.

მკვლევარების აზრით, ანტისხეულები კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანის ორგანიზმიდან მალე ქრება, ხოლო Т-უჯრედები კიდევ დიდხანს რჩება.

არსებობს კიდევ ერთი მეცნიერული თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ COVID-19, კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გაციების გამომწვევი ანალოგიური ვირუსების საფუძველზე უყალიბდებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0