თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის შესახებ იძლევა იმედის საფუძველს, რომ პანდემიის შეჩერება შესაძლებელია, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
No vaccines in history have been developed as rapidly as for #COVID19. The scientific community has set a new standard for vaccine development. We must apply the same level of urgency to distribute them fairly. We cannot afford not to #ACTogether & prioritize the vulnerable. pic.twitter.com/7zgM3hZkkW
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 23, 2020
„ვაქცინების გამოცდების ბოლო პოზიტიური მონაცემების ფონზე სინათლე ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სულ უფრო კაშკაშა ხდება. ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები, ჯანდაცვის სფეროში მიღებულ ზომებთან ერთად, დაგვეხმარება ბოლო მოვუღოთ COVID-19-ის პანდემიას“, — განაცხადა მან.
გებრეიესუსმა მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, გამოყონ მეტი თანხები ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად.
„ეს არის არა საქველმოქმედო აქტი, არამედ ყველაზე სწრაფი და ყველაზე რაციონალური მეთოდი COVID-19-ის პანდემიისთვის ბოლოს მოსაღებად და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისთვის“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.
ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ამ მიზნებისთვის შექმნილი პროგრამის განსახორციელებლად მარტო მიმდინარე წელს 4,3 მლრდ აშშ დოლარია საჭირო. ეს თანხები დიდი რაოდენობით ვაქცინის, ტესტებისა და მედიკამენტების შეძენა–მიწოდებაზე უნდა დაიხარჯოს.
რაც შეეხება მომდევნო წელს, ჯანმოს გათვლებით, პროგრამის რეალიზაციას კიდევ 23,8 მლრდ დოლარი უნდა მოხმარდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იუნისეფი COVID–ვაქცინის გასავრცელებლად სპეცოპერაციას ამზადებს. ფონდი მოლაპარაკებას აწარმოებს 350 პარტნიორთან, რათა მსოფლიო 90-ზე მეტ ქვეყანაში ვაქცინის სწრაფი მიწოდება უზრუნველყოს.