15 დეკემბრიდან საქართველოს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე ელექტრონულ ქვითრებს მიიღებს

© photo: Sputnikსემეკის ლოგო
სემეკის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის ბოლო ვადა არ გამოტოვონ, აბონენტებმა შესაბამის კომპანიებს თავისი მობილური ტელეფონების ნომრები უნდა მიაწოდონ

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (GNERC) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა.

ნათურები - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე

როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, 15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს, ელექტრონული ქვითრების მისაღებად კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები კომპანიების ცხელი ხაზის ან USSD კოდის - *303#-ის საშუალებით.

ასევე, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ქვითრის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც.  ელექტრონული ქვითარი მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც  ხელმისაწვდომია სამი წლის განმავლობაში.  მისი გადმოწერა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ დროს, PDF ან/და JPG ფორმატში.

ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არ მიღების ან წაშლის შემთხვევაში, *303#-სერვისის მეშვეობით შესაძლებელია როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0