საქმის მოულოდნელი გაგრძელება: მძევლების გამტაცებლის დედას ფულს უგროვებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმძევლების აყვანა მიკრისაფინანსო ორგანიზაციაში
მძევლების აყვანა მიკრისაფინანსო ორგანიზაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულის დედამ მძევლებსა და მათ ოჯახებს საჯაროდ მოუხადა ბოდიში და თავისი ერთადერთი ვაჟის საქციელის მიზეზების ახსნა სცადა

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გამოვიდა ინიციატივით - შეგროვდეს თანხა წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ლევან ზურაბაშვილის დედისთვის, ამის შესახებ მენაბდემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

30 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე ზურაბაშვილი შეიჭრა შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მენაბდის თქმით, განადგურებული ადამიანის მხარდაჭერა და ტერორიზმის რომანტიზება სხვადასხვა რამაა. ხოლო მოხუცი ქალი არ უნდა აღმოჩნდეს მარტო „მყვლეფი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე“.

მძევლების აყვანა მიკრისაფინანსო ორგანიზაციაში წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თავდამსხმელი წერილს ავრცელებს: ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა

„ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს მოხუცს და პატარას, ან შესაძლოა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ანგარიშის ნომრის გაზიარების, ინფორმაციის გავრცელებით სურს წვლილის შეტანა, თუმცა ისინი არსებული მორალური წნეხის გამო თავს იკავებენ. ასეთ დროს თითოეული ადამიანი უნდა ვიქცეთ ერთმანეთის წამახალისებლად და დავანახოთ ერთმანეთს რომ მარტო არ არიან თანამოქალაქის მხარდაჭერაში“, - დაწერა მენაბდემ.

მისი თქმით, თუ ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერას ვერ ვისწავლით, მაშინ საზოგადოება არ შეიძლება გვეწოდოს.

„თუ მოხუცების და ბავშვების დახმარებისთვის ტერორიზმის მხარდამჭერად მოგვიხსენიებენ - დაე ასე იყოს“, - დაწერა მენაბდემ მიმართვის ბოლოში.

გუშინ მედიაში გავრცელდა ლევან ზურაბიშვილის დედის, 73 წლის ლამარა ტერელიძის წერილი. ქალმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში მძევლებისა და მათი ოჯახების წინაშე და საკუთარი ერთადერთი შვილის საქციელის მიზეზების ახსნა სცადა.

„არანაირად არ ვამართლებ მის საქციელს, რას ჰქვია, სახელმწიფო დაწესებულებაში შეიჭრა და ხალხი შეაშინა. ამ ხალხის წინაშე ძალიან მრცხვენია. წამლები მჭირდება, იცით, როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს – შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს, რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება“, - ამბობს ზურაბაშვილის დედა.
დროებითი მოთავსების იზოლატორი - Sputnik საქართველო
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს ბრალი წარედგინა

მან განმარტა, რომ ბოლო სამი თვე მათთვის განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მთლიანი თანხა საბანკო სესხის დასაფარად მიდიოდა.

ქალი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი.

დღეს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0