მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, ბიულეტენებში ისინი მაინც იქნებიან.
ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში თბილისის დროით 12:00 საათისთვის 8,29%-ს შეადგენდა.

არჩევნების მეორე ტური კვლავ პანდემიის ფონზე მიმდინარეობს - ამომრჩევლებს შესასვლელში ტემპერატურას უზომავენ

შემდეგ იწყება რეგისტრაციის პროცედურა

მოწმდება მარკირება, რათა მეორედ ხმის მიცემა ვერავინ შეძლოს

თუმცა მოქმედებს ერთი მნიშვნელოვანი წესი - ახლა ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, ამომრჩევლებსაც და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც

მეორე ტური თბილისის ათივე ოლქში ტარდება

მთელი საქართველოს მასშტაბით კი 17 ოლქში. ფოტოზე - ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ზუგდიდში

დილიდან ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო, რიგები არცერთ უბანთან ყოფილა

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის აქტივობამ 8,29% შეადგინა

ასეთი დაბალი აქტივობა იმითაც აიხსნება, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამგვარად, ამომრჩევლებს შეუძლიათ მმართველ პარტიას ხმა მისცენ, ან არ მისცენ

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო ყუთი მიაქვთ მათთან, ვისაც დამოუკიდებლად არ შეუძლია უბანზე მისვლა

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან განაცხადა, რომ იმედოვნებს, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და შეუდგება საქმიანობას, რასაც ეფექტური შედეგი უნდა ქონდეს

ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრჩეველს ეპიდემიის ფონზე არჩევნებში მონაწილეობისათვის

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე მივიდა არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად. ის იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს

კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა: „ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“

არჩევნები მშვიდ გამრემოში მიმდინარეობს. დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა საპროტესტო აქციის გამართვაზე, რომელიც მანამდე იგეგმებოდა