გაბუნია: ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პიკი 4 ათასია, თუ შემთხვევები კიდევ მოიმატებს

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემთვევების მატებისა და ჯანდაცვის სექტორის გადატვირთულობის გამო საჭიროა დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მუშაობს, უცნობია, კორონავირუსის პანდემიის პიკზე შემთხვევების რაოდენობა რა მაჩვენებელს მიაღწევს, შესაბამისად ინფექციასთან საბრძოლველად დამატებითი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა თითქმის 4 ათასს აღწევს.

„შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. ასევე საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალური რესურსი 8 ათასამდე საწოლით შემოიფარგლება, შემდგომში კოვიდ-სასტუმროების სივრცეები კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და  ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზება. მაქსიმალური, რაც შეიძლება, სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 ათასამდე საწოლი, საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდეს. მისი თქმით, შეზღუდვები, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
მეცნიერები: კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება სხვა საშიში დაავადების აფეთქება გამოიწვიოს

ამ დროისთვის საქართველოში 17 988 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 5 879 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1.179. 838 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 410 პირი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26. ბინაზე 8 718 პირი მკურნალობს, რაც აქტიური შემთხვევების 48%-ს შეადგენს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100 684-ს მიაღწია.  ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 81 783 ადამიანი, გარდაიცვალა 927 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0