ორი წელი ზედიზედ – „ფახთაქორი“ არველაძის მეთაურობით უზბეკეთის ჩემპიონია

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ გუნდმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის ფეხბურთის კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის, ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა.

შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია>>

ეროვნული „სუპერლიგის“ 23–ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა. ამჟამად დედაქალაქის კლუბს 59 ქულა აქვს, ხოლო მის შემდეგ კლუბ „ნასაფს“ – 46.

შოთა არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა - Sputnik საქართველო
არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

„ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ“, დაწერა არველაძემ თავის Facebook–გვერდზე.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ „А3“-ში ლუი ვან გალას ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „კაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ - იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0