თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ასზე მეტი სენეგალელი მეთევზე უცნობი სენით დაავადდა – მათ აღენიშნებათ გამონაყარი ქეცის სახით, იუწყება РИА Новости ადგილობრივ გაზეთ Dacar Actu-ზე დაყრდნობით.
დაავადება ქვეყნის დასავლეთში გავრცელდა. მისი კერა საპორტო ქალაქებს რუფისკსა და მბურს შორის მდებარეობს, დედაქალაქ დაკარასთან ახლოს.
როგორც ვარაუდობენ, დაავადების წყაროა ღია ზღვა, რადგან ის ძირითადად მეთევზეებს აღენიშნებათ, რომლებიც რუფისკსა და მბურს შორის გადიოდნენ ზღვაში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამედიცინო სამსახურებმა გუშინ საგანგებო თათბირი მოაწყვეს, რომელსაც თევზჭერის დარგის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.