საქართველომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ გზას მიმართა

© photo: Ministry of Economy of Georgia / FB რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიახლე შეეხება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილების შექმნაა შესაძლებელი.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმი აამოქმედა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ახალი პროგრამის მიზანი უცხოური ინვესტიციების ზრდა და უმუშევრობასთან ბრძოლაა. პროგრამა შეეხება უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომელთა სურვილია საქართველოში შემოსვლა, ახალი საწარმოების გახსნა ან არსებულის საქართველოში გადმოტანა.

მონაწილეობისთვის ძირითადი პირობაა – საქართველოს ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირება და მინიმუმ 150 ადამიანის დასაქმება.

„ამ ვალდებულების შესრულების საფუძველზე მათ მიეცემათ თანადაფინანსება – გრანტი ერთი მილიონი ლარის ოდენობით. მიზანი, პირველ რიგში, იქნება ადგილობრივი კადრების მომზადება–გადამზადება და დასაქმება, რადგან საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ. ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს საწარმოს საქართველოში გადმოტანის ან ახალის გახსნის დროს“, – განაცხადა თურნავამ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

სიახლე შეეხება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილების შექმნაა შესაძლებელი. ასევე ისეთ დარგებს, როგორიცაა ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და სხვ.

„ეს არის ის დარგები, სადაც უცხოელი ინვესტორების მოზიდვის გზით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც დადებითად იმუშავებს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში, რომელიც ბევრ სხვა კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის დაბალი გადასახადები, არაკორუფციული გარემო, სტაბილური ეკონომიკური ვითარება, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ბიუროკრატია“, – განაცხადა თურნავამ.

ამ ფინანსური მექანიზმით საქართველო გეგმავს კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ინვესტორები, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში. 

© Sputnik / Konstantin Ivanovინვესტიციები საქართველოში: ვინ ლიდერობს?
საქართველომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ გზას მიმართა - Sputnik საქართველო
ინვესტიციები საქართველოში: ვინ ლიდერობს?
ყველა ახალი ამბავი
0