რიჟვაძე: არჩევნების დღეს ნებისმიერი არეულობის მცდელობას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

© photo: Sputnik / Stringerთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში თითოეულ მოქალაქეს მიეცემა საშუალება საარჩევნო უბანზე ხმა მშვიდ გარემოში მისცეს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. რეგიონში ვითარების დაძაბვის ნებისმიერი მცდელობა იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. 

მიტინგი ბათუმში - Sputnik საქართველო
კარვები აჭარის მთავრობის სახლთან – ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 30-დან 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რამდენადაც არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. აჭარაში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები რეგიონის ორ საარჩევნო ოლქში (ბათუმისა და მაღალმთიანეთის ოლქებში) ჩატარდება.

აჭარის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა,  რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი და აღნიშნული შედეგი ხვალ უფრო გამყარდება.

„ამომრჩევლისთვის, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი მანდატები უმაღლეს საბჭოში, რომ აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი არ შეექმნას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროპორციული წესით არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური ძალა შედის – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (45,86%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (33,96%).

ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. აჭარის მთავრობის სახლთან ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება.

„ნაცმოძრაობის“ წევრმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა დააანონსა.

რიჟვაძემ ოპოზიციის გადაწყვეტილებას „სირცხვილის დერეფნებთან“ დაკავშირებით უღირსი ქმედება უწოდა. მისი განმარტებით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და  არჩევნების დღეს ნებისმიერი არეულობის მცდელობას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს>>>

„ნაცმოძრაობის“ ე.წ. ლიდერები მათთვის ჩვეული ხელწერით დესტრუქციულ ქმედებებს აგრძელებენ.  ამიტომაც საზოგადოებამ მათ უნდა დაანახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. რაც შეეხება „სირცხვილის დერეფნებს“, ვარშალომიძის აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები არ იზიარებენ – ამომრჩეველს „სირცხვილის დერეფანი“ მხოლოდ აჭარაში საარჩევნო უბნებთან დახვდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0