კელი დეგნანი: ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა

CC0 / Public Domain / კელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრები იყო, განაცხადა  საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ცალ-ცალკე ხვდებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
ბოიკოტი, კრიზისი და არჩევნები: როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

დეგნანის განცხადებით, გამოსავალის მოსაძებნად ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა.

მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის ის, რომ გამოსავლის პოვნის რეალური სურვილი ყველას აქვს.

„არსებობს გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია“, – განაცხადა ელჩმა.

ხვალ, 21 ნოემბერს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ის 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0