მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი გადაცემა „ფარული კონვერტის“ ანონსში პირად ცხოვრებაზე საუბრობს. „შენ ამბობ, რომ დავით ბაგრატიონისგან შვილს ელოდებოდი?“ – მიმართავს მას გადაცემის წამყვანი ია ფარულავა. სექს-სიმბოლო ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მასზე ძალადობდა, ხელებს ისე ურტყამდა სახეში, რომ ორი თვე სახლიდან ვერ გადიოდა. „ისეთები იკადრა, გახსენებაც არ მინდა“, – ამბობს ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია ფაქტობრივად ყველამ იცის. სექს-სიმბოლომ ეროტიკული ფილმებითა და ფოტომოდელობით მიიქცია ყურადღება და ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია საქართველოს ტელეინდუსტრიაში. როგორც თავად ჰყვება, რთული ცხოვრების მიუხედავად, ძალები მოიკრიბა, რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და კარიერა აიწყო.
View this post on Instagram
შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე კვირაა საკუთარი გადაცემა დაიწყო. ყველა გადაცემაში ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარ ისტორიებს ჰყვება. ასე გაიგო ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ, რატომ დაშორდა ბიზნესმენ მეუღლეს ირაკლი ნანაძეს და ვინ არის მისი ახლანდელი რჩეული, რომელთანაც ის თავს არაჩეულებრივად გრძნობს.
View this post on Instagram
ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ისიც კი არ იცოდა, რომ წყვილი დაქორწინებული იყო. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.