ქუთაისის ავტოპარკი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით შეივსო

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვანე ავტობუსი
მწვანე ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მსგავსად, თანამედროვე ტიპის ავტობუსები საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს გადაეცემა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, EURO 5 სტანდარტის ავტობუსიდან 10 ქუთაისს გადაეცა, ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეიდან ათივე ახალი ავტობუსი ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. ანალოგიური ახალი ავტობუსები ქუთაისს თანდათან კიდევ დაემატება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ავტობუსების როგორი პარკი ეყოლება თბილისს – საუბრობს დედაქალაქის მერი

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18,7 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

ტრანსპორტის განვითარების კუთხით საქართველოს ექვსი ქალაქი შეირჩა.

175 ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს – 60 ერთეული ავტობუსი. თითოეული ავტობუსი 50 მგზავრზეა გათვლილი.

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს, განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტული და, რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე.

პროგრამის ფარგლებში პირველი ხუთი ავტობუსი თელავს 28 ოქტომბერს გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0