Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიგიჟის ზღვარზე ვარ...“ – ნინი შერმადინს კორონავირუსი აქვს

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი წლებია ამერიკაში ცხოვრობს და ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. როგორც ჩანს, ვერც ის გადაურჩა კორონავირუსს.

მომღერალი ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში საკმაოდ იშვიათად ჩამოდის. მომღერალი ამერიკაში ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული, თუმცა პარალელურად სიმღერისთვისაც იცლის ხოლმე. ცოტა ხნის წინ ნინიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ კორონავირუსი აქვს და თვითიზოლაციაში ყოფნა ძალიან უჭირს. ახლობლები მას სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ცნობილ ქართველ მომღერალს ნინი შერმადინს თინეიჯერი შვილი ჰყავს. გოგონას მარიამ ციცაგი ჰქვია. ის თბილისში ნინის მშობლებთან ერთად იზრდება. პატარა გოგონა დედის ასლია, ბანალური დედა-შვილობის გარდა მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ.

შერმადინი ამერიკაში 8 წლის წინ გაემგზავრა. ახლა მან შვილის საბუთების მომზადება გადაწყვიტა, აპირებს მარიამის შტატებში წაყვანას, რათა გოგონამ სკოლა იქ დაამთავროს. ცოტა ხნის წინ გოგონა ბულგარეთში ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე „პატარა მის პლანეტა“ გახდა. ნინის თქმით, მარიამს სიმღერის ნიჭიც აქვს, გარდა ამისა პროფესიონალივით ხატავს, ცეკვავს და სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩევა.

ნინის ქალიშვილის გამორჩეულ სილამაზეში თავად დარწმუნდებით. გოგონა დედასთან ერთად სხვადასხვა თოქშოუს სტუმრობს. ერთამანეთისადმი თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობით გამოირჩევიან. ნინიმ, პირველ რიგში, გოგონას მომავლისთვის ამერიკაში, სრულიად უცხო გარემოში თავი დაიმკვიდრა და მრავალი სირთულის მოუხედავად მშვენიერი მარიამი მალე გვერდით ეყოლება.

კონკურსები, საქველმოქმედო კონცერტები და ახალი ფსევდონიმი – ნინი დე როსი შერმადინის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუბიზნესში ინტენსიურად არ ჩნდება, მასზე საუბარს არ წყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0