თბილისი ისევ „ლიდერობს“: კოვიდ–სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Sputnik / STRINGER ქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 3 443 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 318 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი აჭარა იმყოფება.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 562, აჭარა – 512, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 368, შიდა ქართლი – 178, ქვემო ქართლი – 163, სამცხე-ჯავახეთი – 106, კახეთი – 85, გურია – 64, მცხეთა-მთიანეთი – 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33 ახალი შემთხვევა. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში 1–1.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17 086 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5 763 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 650, იმერეთში – 1 175, აჭარაში – 925.

836 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30. 7 888 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში - 1 256, ხოლო იმერეთში - 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0