თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მომღერალმა სალომე ბაკურაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ეს ინფორმაცია ცნობილი მისი მეუღლის სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა.
View this post on Instagram
„3637+1 გამოჯანმრთელებული. ჩემი ფაფანა დაგვიბრუნდა. გაუფრთხილდით ერთმანეთს“, – დაწერა ლაშა ბასლანძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 89.395-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 71.468 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.370, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.763 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.435 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.