ვინ იცავს მომხმარებლის უფლებებს

გამოწერა
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ და პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ განმარტა, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა.
ვინ იცავს მომხმარებლის უფლებებს
„მომხმარებლის უფლებების დაცვა არის გადანაწილებული სხვადასხვა კანონებში თუ კოდექსებში. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომ არის, საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მომხმარებელთა ფედერაცია, არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც პროექტი აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სურსათის კოდექსშია კიდევ ჩანაწერი მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და უფლებების შესახებ, მაგრამ... სანამ ცალკე კანონი არ იქნება მიღებული, მანამ ჩვენი ორგანიზაციები ვეხმარებით მომხმარებლებს“, – აღნიშნა მადონა კოიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

1996 წელს მიღებული საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ძალადაკარგულად 2012 წელს გამოცხადდა. მართალია, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ყოფნის პერიოდშიც საუბრობდნენ, მაგრამ, მადონა კოიძის ცნობით, ახალი კანონი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ყველა ახალი ამბავი
0