ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: მოტივაციის გარეშე თამაში რთულია, თუმცა ვეცდებით მოგებას

© Sputnik / Alex Shlamovკარელ ვოოლაიდი
კარელ ვოოლაიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–ესტონეთის გუნდებს შორის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ესტონეთის ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარელ ვოოლაიდს მიაჩნია, რომ უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის უფრო მეტად ამხანაგურ სტატუსს ატარებს, ვიდრე ოფიციალურს. მით უმეტეს, იგი წლის პოზიტიური შედეგით დასრულებას გეგმავს. 

ვლადიმერ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა – ცნობილი გახდა მისი შემცვლელი ესტონეთთან მატჩზე

 „ჩვენ უკვე C დივიზიონში ადგილის შენარჩუნების ყველა შანსი დავკარგეთ, საქართველოს ნაკრებს კი მაქსიმუმ შეუძლია მეორე ადგილზე იფიქროს. დაგეგმილ მატჩს ნახევრად ამხანაგურს ვუწოდებ, თუმცა, ვგეგმავ წელი პოზიტიურად დავასრულო და ჩემი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალ დადებითი შედეგი გვქონდეს“, – განაცხადა ვოოლაიდმა პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ  ხვალინდელ მატჩში საქართველო ძლიერი შემადგენლობით გამოვა.

 „ძალიან გვინდა, რომ ხვალინდელ მატჩში მასპინძლები ძლიერი შემადგენლობით გამოვიდნენ. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ისინი უფრო გამოცდილი ფეხბურთელებისგან, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, ბევრ რამეს ისწავლიან“, – აღნიშნა ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა.

C დივიზიონის დასკვნით მატჩამდე ესტონეთის ნაკრებმა დივიზიონში ადგილის შენარჩუნების ყველა შანსი დაკარგა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ამ დროისთვის გუნდი მესამე ადგილზეა, თუმცა, ჯგუფში მეორე პოზიციის ზემოთ ვერ გადაინაცვლებს.

საქართველო–ესტონეთის გუნდებს შორის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0