თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინა პანდემიას ვერ შეაჩერებს, დაწერა Twitter–ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა.
გრიპისა და COVID-19-ის მსგავსება–განსხვავებები: ჯანმო განმარტავს>>
„COVID-19–ის პანდემიის დაწყებისას უკვე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იქნებოდა პანდემიის გაკონტროლებისთვის. მაგრამ საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ის დანარჩენი ინსტრუმენტების დამატება იქნება და მათ ვერ ჩაანაცვლებს“, – დაწერა გებრეიესუსმა.
Since the beginning of the #COVID19 pandemic, we knew that a vaccine would be essential for bringing the pandemic under control. But it’s important to emphasise that a vaccine will complement the other tools we have, not replace them. #EB147 #ACTogether
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 16, 2020
მან განმარტა, რომ თავდაპირველად ვაცინასთან ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება, შემდეგ პრიორიტეტული იქნებიან ექიმები, უფროსი თაობის ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონენი.
ჯანმო BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის წარმატებას ეხმაურება>>
„ვიმედოვნებ, ეს შეამცირებს სიკვდილიანობას და ჯანდაცვის სისტემას მასთან გამკლავების საშუალებას მისცემს, მაგრამ ვირუსი მაინც იმოძრავებს“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
გებრეისუსმა ადამიანებს მოუწოდა, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგაც განაგრძონ დაკვირვება, ტესტირება, ინფიცირებულთა იზოლირება და მათი მკურნალობა, კონტაქტებისა და კარანტინის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, ასევე საზოგადოებებისა და ცალკეული მოქალაქეების ჩართვა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში.
კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. სულ ინფიცირებულია 54 მილიონ ადამიანზე მეტი, აქედან გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ–ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.