ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

© AP Photo / Achmad Ibrahimსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის უწყება ამ საყურადღებო შემთხვევას აუცილებლად შეისწავლის.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით მოზარდი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

ფაქტი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაადასტურა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, 12 წლის მოზარდი დიალიზზე იმყოფებოდა. გაბუნიას თქმით, ამ საკითხზე უფრო დეტალური საუბარი მას არაეთიკურად მიაჩნია. ჯანდაცვის უწყება ამ საყურადღებო შემთხვევას შეისწავლის და შესაბამისი რეაგირება ექნება იმ კლინიკის მიმართ, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.

გაბუნიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კლინიკაში მოზარდს შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0