„19 წელი ერთად“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ფოტოს „ინსტაგრამზე“ მაქსიმ გალკინი. წყვილს ქორწინების იუბილე აქვს. როგორც ჩანს, მათ ეს თარიღი სანთლების ფონზე აღნიშნეს.
View this post on Instagram
ბოლო პერიოდში პოპულარული რუსი პრიმადონა, 71 წლის ალა პუგაჩოვა შესანიშნავად გამოიყურება და, როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, ის თანდათან ახალგაზრდავდება. მომღერლის ყოველი გამოჩენა საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და არც ამჯერადაა გამონაკლისი შემთხვევა.
View this post on Instagram
71 წლის მომღერალი იდეალურ ფორმაშია. გულშემატკივრებს პრიმადონას შთამბეჭდავი ვიზუალი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ზოგიერთი თვლის, რომ მომღერალმა ახალი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და სწორედ ამიტომ გამოიყურება ასე.
View this post on Instagram
სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ალა ახლა თავის 27 წლით უმცროს მეუღლეზე უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოიყურება. კომენტარებში ხუმრობით იმასაც ურჩევენ, რომ დროა, ახალ ქმარზე იფიქროს, რადგანაც მაქსიმს უკვე ასაკი დაეტყო.
View this post on Instagram
რუსი კომიკოსი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ალა პუგაჩოვა 2017 წლის 18 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაქორწინდნენ. ამ შემთხვევაში წყვილმა ჯვარი დაიწერა და ტყუპები - ლიზა და გარი მონათლეს. გალკინი და პუგაჩოვა ერთად 2001 წლიდან ცხოვრობენ.