საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთთან დამარცხდა

© Sputnik / Alex Shlamovუეფას ერთა ლიგა: საქართველო - სომხეთი
უეფას ერთა ლიგა: საქართველო - სომხეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წაგების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. საქართველო შემდეგ მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში სომხეთის წინააღმდეგ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის მე-5 ტურში დაუპირისპირდა. ვლადიმერ ვაისის თერთმეტეულში გუნდის ძირითადი ბირთვიდან რამდენიმე მოთამაშე იმყოფებოდა. სლოვაკმა მწვრთნელმა შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო:

გიორგი მაკარიძე (მ), გიორგი ნავალოვსკი, გია გრიგალავა, დავით ხოჭოლავა, ჯაბა ჯიღაური, ჯაბა კანკავა (კ), გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, საბა ლობჟანიძე, ელგუჯა ლობჯანიძე, ზურიკო დავითაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი ლორია (მ), ლაზარე კუპატაძე (მ), ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, მამუკა კობახიძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ბექა მიქელთაძე, ნიკა კაჭარავა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში ჩვენმა გუნდმა რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა, თუმცა დასკვნით ფაზაში შეტევების გოლით დაგვირგვინება ვერ მოხერხდა.

ქართველი ფეხბურთელები პირველ ტაიმში ფლანგებიდან აქტიურად უტევდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე, მათ სისხარტის ხარჯზე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

აქტიურობის მიუხედავად, კონტრშეტევაზე წამოსულმა სომხეთის ნაკრებმა 33-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლო. მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ გევორქ ღაზარიანმა მომენტის რეალიზება შეძლო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

პირველი რეალური მომენტი მეტოქის კართან ელგუჯა ლობჯანიძემ შეძლო, მისი თავური სომეხთა მეკარემ კარის ხაზთან მოიგერია.

შეხვედრის პირველი ნახევარი სომხეთის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველი ტაიმის მსგავსად ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო, სომხები კი კვლავ კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას. 56-ე წუთზე სლოვაკმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პირველი ცვლილება განახორციელა და ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ვაკო ყაზაიშვილი შევიდა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლდიმირ ვაისი: წაგების შემდგომი ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო

შეხვედრის 64-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი შეტევისას ელგუჯა ლობჯანიძის აქტიურობას სომეხი ფეხბურთელების მხრიდან უხეშობა და თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. ყაზაიშვილმა შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. გატანილი გოლის შემდეგ ქართველება შეტევებს უმატეს. ნაკრებზე ასევე დადებითად იმოქმედა 68-ე წუთზე მოედანზე ნიკა კაჭარავას გამოჩენამ, რომელმაც ელგუჯა ლობჯანიძე შეცვალა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრების სისტემატიური შეტევები სომეხმა ფეხბურთელებმა კარგად გამოიყენეს. 86-ე წუთზე ადამიანმა ქართველი მცველების შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ვერც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლეს თამაშის გადარჩენა და შეხვედრა სომხეთის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ამ წაგების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. საქართველო შემდეგ მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს. B დივიზიონში გადასასვლელად კი სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები იბრძოლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0