ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის მერვე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მეისეი დაამარცხა. გორგაძემ მეტოქეს ჰატაკიკომით სძლია.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ქართველი სპორტსმენის ანგარიშზეა ხუთი მოგება და სამი დამარცხება. მას დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი 7 შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა რიუდეს შეხვდება. 

მიმდინარე ბაშოს ლიდერია ოძეკი ტაკაკეისე, რომელმაც ტურნირის შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო. ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0