ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს

© Pixabay / Pixabay / PhotoMIX-Companyგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ გააგრძელა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2021-დან 2024 წლამდე კიდევ 211 სოფლის გაზიფიკაციას ითვალისწინებს.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს 11 სოფელში -  ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი და იწა.

გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოს სოფლების გაზიფიკაცია გაგრძელდება

ასევე, გაზიფიცირების პროცესი გრძელდება შემდეგ სოფლებში -  ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  ჯამში 22 სოფლის გაზიფიცირება მოხდება,  რაც 6 ათასამდე  აბონენტს მოიცავს. გაზიფიცირების პროცესი 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე  წელს დასრულდება.

გარდა ამისა,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში  გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა გაგრძელდება, რომლის შედეგიც, საქართველოს მასშტაბით,  იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 ათასი ოჯახი.  ჯამში, საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდა და 312 ათას ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

 

ყველა ახალი ამბავი
0