ოპოზიცია თბილისში ახალ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს

© photo: Sputnikოპოზიციის აქცია 14.11.2020
ოპოზიციის აქცია 14.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან გამართული არჩევნების შედეგებს ის გაყალბებულად მიიჩნევს

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. შაბათს რუსთაველის გამზირზე ქართული ოპოზიციის მხარდამჭერები მორიგ მიტინგზე შეიკრიბნენ.

აქცია ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. სამი საათის შემდეგ მონაწილეები ემატებიან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

„ჩვენი გზავნილი იგივეა, რაც 31 ოქტომბერს გვქონდა. ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააფორმა. ეს რეალობა შეიცვლება, როდესაც გაიმართება ახალი არჩევნები და ხალხი ძალაუფლებას თავის ხელში აირებს. ჩვენ არ შევალთ პარლამენტში და ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“, - განაცხადა ყველა დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე აქციაზე ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ზომები: ყველა მომიტინგეს ურიგებენ პირბადეებს და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას სთავაზობენ.

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია 14.11.2020
ოპოზიცია თბილისში ახალ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია 14.11.2020

გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ცესკოს სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით თბილისის ცენტრში, შემდეგ კი ცესკოს შენობასთან მასშტაბური აქცია გამართა. მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომდევნო დღეს ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა პარლამენტთან და ბოიკოტი გამოუცხადა გადაადგილებაზე შეზღუდვას (22:00 საათიდან 05:00 საათამდე). შედეგად აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, დაჯარიმდნენ. შეზღუდვები დღესაც მოქმედებს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია 14.11.2020
ოპოზიცია თბილისში ახალ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს - Sputnik საქართველო
ოპოზიციის აქცია 14.11.2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური პარტია, საიდანაც რვა - ოპოზიციურია. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის ჩატარდა თავისუფალ სამართლიან გარემოში, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0