ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიაში მიმდინარე ტურნირის მეშვიდე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ენდო იქნება.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მესამე წარმატება მოიპოვა. 

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა

ტურნირის მეექვსე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას, იაპონელ კოტოეკოს სძლია.

ორთაბრძოლა დაძაბულად წარიმართა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე ჰაერში რამდენჯერმე უშედეგოდ ასწია. თუმცა ტოჩინოშინის შეტევებს იაპონელმა საბოლოოდ მაინც ვერ გაუძლო და დოჰიოზე დაეცა. აღნიშნული გამარჯვებით ლევან გორგაძემ სამ წაგებასთან ერთად სამი მოგება დააგროვა.

ტურნირის მეშვიდე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ენდო იქნება. ენდო ქართველი სუმოისტისთვის ნაცნობი მეტოქეა – 13 ორთაბრძოლიდან გორგაძეს მასთან შვიდი მოგება აქვს.

მიმდინარე ბაშოს ლიდერი ოძეკი ტაკაკეისეა, რომელმაც ექვსივე ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი ტოკიოში 22 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0