თალაკვაძე: დიალოგი დაიწყო, ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი
„ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა და ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება.