ჩხუბი სანახაობის ნაცვლად: რით დასრულდა ბათუმში აქცია-პერფორმანსი

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა, იუწყება პირველი არხი.

აქტივისტები შენობის წინ თოკის გაბმას და მასზე იმ საარჩევნო ოქმების ასლების ჩამოკიდებას აპირებდნენ, რომლებიც, მათი თქმით, გაყალბებული იყო.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა აქტივისტებისთვის ხელის შეშლა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქტივისტებს აქცია-პერფორმანსის გამართვის უფლება მაინც მისცეს. 

© Sputnik / STRINGERოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს
ჩხუბი სანახაობის ნაცვლად: რით დასრულდა ბათუმში აქცია-პერფორმანსი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს

ამ დროისთვის მთავრობის სახლის წინ სიმშვიდეა. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომის, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. პარლამენტში შესულმა შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა და არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. 

© Sputnik / STRINGERოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს
ჩხუბი სანახაობის ნაცვლად: რით დასრულდა ბათუმში აქცია-პერფორმანსი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 150 დეპუტატის მანდატიდან 76 მიიღო და ხელისუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა. საქართველოს პარლამენტში მოხვდა შვიდი ოპოზიციური ძალაც, თუმცა, ისინი დეპუტატობის მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0