ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Giorgi Gega Shengelia / FBზუგდიდის მერი გიორგი შენგელია
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის მერი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს, მკურნალობს სახლში და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახენ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ბოლო დროს საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, ქობულეთის, ლანჩხუთის, წალენჯიხის მერებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვა საჯარო მოხელეებს.

„ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს შენგელია.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ბევრს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს მათთვის სასიკვდილოა

კორონავირუსმა გვერდი არ აუარა არც პოლიტიკოსებს. ოპოზიციის ლიდერებს შორის კორონავირუსი დადასტურებული აქვთ ასევე პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სალომე სამადაშვილსა და კახა ოქრიაშვილს, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2911-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 66561-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვი 566-ს შედგენს.

ყველა ახალი ამბავი
0