ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRI ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა კოტოსიოჰოს სძლია.

თბილისი, 10 ნოემბერი  — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა კოტოსიოჰოს სძლია. გორგაძემ ბრძოლა მარცხენა ხელით შესრულებული გდების - უვატენაგეს წყალობით მოიგო.

გორგაძის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მერვე მაეგაშირა ტერუცუიოსი გახდება. სუმოისტების პირადი შეხვედრების ბალანსი - 2:0 იაპონელი სპორტსმენის სასარგებლოდ.

იმპერატორის თასზე ნოემბრის ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0