გიორგი გახარია ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების პროცესში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. „ყარაბაღის კონფლიქტის“ დარეგულირება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიის ქვყნების მეთაურებთან საუბრისას.

გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
უკვე ექვსი თვითმფრინავი: რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაიწყეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშაბათს შედგა გახარიას სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.

საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვეს იმედი, რომ მისი რეალიზაციის პროცესში დადებითი დინამიკა შენარჩუნდება.

გახარიამ გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

გარდა ამისა, განიხილებოდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„იწყება ახალი ეპოქა“ – საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

აზერბაიჯანი თავის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მოითხოვს. სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0