მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყოველკვირეული სანქცია: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიგრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე
გრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აპირებს 20 იანვრამდე ყოველ კვირას გამოუცხადოს ირანს სანქციები.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ისრაელთან და სპარსეთის ყურის სხვა არაბულ სახელმწიფოებთან კოორდინაციაში, ამზადებს სანქციათა დიდ პაკეტს ირანის წინააღმდეგ, იუწყება პორტალი Axios ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს სანქციების დაწესება მოასწროს თეთრ სახლში დემოკრატ ჯო ბაიდენის შესვლამდე, რომელმაც, მედიასაშუალებების ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

„აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ვენესუელისა და ირანის საკითხებში ელიოტ აბრამსი კვირას ისრაელში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ მეირ ბენ-შაბათს შეხვდა სანქციების გეგმის განსახილველად. 9 ნოემბერს აბრამსი თავდაცვის მინისტრ ბენი განცს და საგარეო საქმეთა მინისტრ გაბი აშკენაზისაც შეხვდება გეგმის თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად“, — წერს გამოცემა.

ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო 18 ნოემბრამდე გეგმავს ისრაელში ვიზიტს, რის შემდეგაც რეგიონის სხვა ქვეყნებს ეწვევა.

Axios-ის ინფორმაციით, მანამდე აბრამსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ადმინისტრაციას განზრახული აქვს, 20 იანვრამდე ყოველ კვირას გამოუცხადოს ირანს სანქციები“.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება და მოვალობის შესრულებას ის სწორედ ამ დღიდან შეუდგება. 

ყველა ახალი ამბავი
0