Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ნახეთ რას წერს მსახიობი

© Photo: Ruska Karkashadze / FBრუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. მსახიობ რუსკა ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook-გვერდზე დაწერა.

რუსკა ქარქაშაძეს მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. პატარაობისას თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ ერთ-ერთ რეჟისორს მოეწონა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვია. თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალში „კომედი კიდსი“.

10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“. 2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მელანოს როლი შეასრულა. რუსკა მივიდა მსახიობების შერჩევაზე, სადაც მის გარდა 500 გოგონა იყო.

რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა გაიცნო სწორედ სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“. რუსკა ტრავმირებული თინეიჯერის მელანოს როლს ასრულებდა, თუმცა მაშინ უსახსრობის გამო სერიალის გადაღებები შეწყდა. 14 წლის მსახიობი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედზე“ შოუს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ წამყვანადაც იხილა, შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

რუსკა საკმაოდ ცნობილი თინეიჯერია და სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ „დააწყვილეს“, სხვადასხვა ინტერვიუებში მსახიობი ამბობს, რომ შეყვარებული არ არის და ჯერ სწავლას აპირებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0