კალაძე: მზად ვართ, დავჯდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმი საპროტესტო აქციის შემდეგ: მთავრობის სახლი კარვებითაა გარშემორტყმული>>

გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
კალაძე: ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს

კალაძის განცხადებით, კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.

„გუშინაც იქნა განცხადებები გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებით და ასე შემდეგ", – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.

„ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ცხრა, მათ შორის რვა ოპოზიციური პარტია შედის. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0