COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა 61 ათასს მიუახლოვდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი, გარდაიცვალა – 499, კარანტინის რეჟიმშია 2 982, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 780 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2927-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60680-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 470), გარდაიცვალა – 499, კარანტინის რეჟიმშია 2 982, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 780 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0