რა მოთხოვნები გაჟღერდა ბათუმის საპროტესტო აქციაზე

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში. 8.11.2020
საპროტესტო აქცია ბათუმში. 8.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის პარალელურად ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ბათუმშიც გააპროტესტა.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს, მონაწილეები თბილისში შეკრებილი მომიტინგეების პარალელურად, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა ბარიერი, თუმცა ისინი უარს ამბობენ მანდატებზე და უმაღლესი საბჭოს ხელახალ არჩევნებსაც ითხოვენ.

„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ეს აქცია არ ითვალისწინებს ვინმეს გადაყენების მოთხოვნას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ჩვენი მოპარული ხმებისა და მოპარული თავისუფლების დაბრუნებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

წამზომი ჩართულია. ოპოზიციის აქცია 2020 წლის 8 ნოემბერს - Sputnik საქართველო
„ვარდების რევოლუციის“ თაობა“ - რა განცხადებები გაკეთდა თბილისის საპროტესტო აქციაზე

განსხვავებული პოზიცია გააჟღერა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ჯელალ ქიქავამ.

„ველოდებით რვა საათს. თუ რვა საათამდე არ გვექნება პასუხი, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე, არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას. გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფეხებზე გვკიდია კორონა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! ველოდებით რვა საათს, ვიწყებთ მოქმედებას, გადავდივართ პირდაპირ, მორჩა, დამთავრდა“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

© Sputnik / Seyran Baroyanჯელალ ქიქავა
რა მოთხოვნები გაჟღერდა ბათუმის საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
ჯელალ ქიქავა

თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენება საღამოს რვა საათამდე მოითხოვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

ყველა ახალი ამბავი
0