ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სპორტსმენს მომდევნო მეტოქესთან 20 ორთაბრძოლა აქვს გამართული და აქედან 12 ტოჩინოშინის მოგებით დასრულდა

თბილისი, 8 ნოემბერი  — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, ვერ გაუძლო ტამავასის ბიძგებს და ტურნირზე პირველი შავი ბურთულა დიმსახურა.

კიუსიუს მეორე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ტაკარაფუძის შეხვდება. სუმოისტების პირადი შეხვედრების ბალანსი - 12:8 ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ.

იმპერატორის თასზე ნოემბრის ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0