მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერობისთვის იბრძოლებს: ტრამპს მისი გამარჯვების არ სჯერა

© AFP 2024 / Olivier Doulieryეკრანი არჩევნების შედეგებით ვაშინგტონში
ეკრანი არჩევნების შედეგებით ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე არც ერთ შტატში გამარჯვებულად არ დაუსახელებით და სასამართლოში სარჩელების მომზადების შესახებ აფრთხილებს

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, განაცხადა, რომ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობისთვის იბრძოლებს, იუწყება РИА Новости.

ხალხისადმი თავის მიმართვაში დელავერიდან ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობისთვის არამარტო „მისი სიძლიერის მაგალითის ძალით, არამედ მისი მაგალითის სიძლიერით“ იბრძოლებს.

„მე ამ პოსტზე პრეტენზია იმისათვის განვაცხადე, რათა ავაღორძინო ამერიკის სული, გარდავქმნა ამ ერის არსი - საშუალო კლასი. და ეს უნდა გავაკეთო ისე, რომ ამერიკამ კვლავ დაიმსახუროს მთელი მსოფლიოს პატივისცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან თავისი პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა - ბრძოლა COVID-19-თან, ეკონომიკა, კლიმატი და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
აშშ-ის უდიდესი მედიასაშუალებები: ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია

„ამერიკელებმა მოგვიწოდეს მოქმედებაში მოგვეყვანა ის ძალები, რომელიც წარმოადგენს ღირსებას და პატიოსნებას, მეცნიერების ძალას და იმედებს ჩვენი დროის დიდ ბრძოლებში. ეს არის ვირუსზე კონტროლის ბრძოლა. ბრძოლა აყვავებისათვის, ბრძოლა თქვენს ოჯახებში ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, ბრძოლა რასობრივი სამართლიანობისა და სისტემური რასიზმის აღმოსაფხვრელად ჩვენს ქვეყანაში, ბრძოლა კლიმატის გადასარჩენად“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა „ღირსების აღდგენა, დემოკრატიის დაცვა“ და ამერიკელებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ბაიდენი, როგორც კი 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს, აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემას გეგმავს, რომლებიც დონალდ ტრამპის რამდენიმე ბრძანებულების გაუქმებას ითვალისწინებს, იუწყება The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.

ბაიდენი აპირებს დააბრუნოს აშშ პარიზის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილებების თაობაზე, ასევე გააუქმოს აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ვიდეო - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ვიდეო

გარდა ამისა, გამოცემის წყაროების მიხედვით, დემოკრატების კანდიდატს სურს დაუყოვნებლივ გააუქმოს იმიგრაციაზე აკრძალვა, რომელიც მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებზე იყო გამიზნული, და აღადგინოს ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში დარჩენაში იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ბავშვობის პერიოდში უკანონოდ ჩაიყვანეს შეერთებულ შტატებში.

ადრე წამყვანმა მედიასაშუალებებმა ბაიდენი პრეზიდენტად თავიანთი პროგნოზების საფუძველზე გამოაცხადეს. წამყვანი ტელეარხები და საინფორმაციო სააგენტო Associated Press ცალკეულ შტატებში გამარჯვებულთა ვინაობას ხმების დათვლის დასრულებამდე აცხადებენ და საკუთარ სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობიან. ეს პროგნოზები არ არის ოფიციალური, მაგრამ მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს.

თავის მხრივ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ის საკუთარ გამარჯვებას სასამართლოში დაიცავს.

ის ამტკიცებს, რომ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

„დამკვირვებლებს არ უშვებდნენ ხმების დათვლის ოთახებში. მე მოვიგე არჩევნები, მივიღე 71 მლნ კანონიერი ხმა. მოხდა ცუდი რაღაცეები, რომელთა დანახვის საშუალებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. მილიონობით ბიულეტენი, რომლებითაც ფოსტით უნდა მიეცათ ხმა ამომრჩევლებს, ისეთ ადამიანებს დაუგზავნეს, რომლებსაც ეს არ მოუთხოვიათ“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები3 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შედეგები კვლავაც უცნობია - Sputnik საქართველო
აშშ-ში არჩევნების შემდეგ პროტესტმა იფეთქა – ფოტო

სოციალურმა ქსელმა იქვე მონიშნა ტრამპის „ტვიტი“ შენიშვნით: „ეს განცხადება არჩევნებზე თაღლითობის შესახებ სასამართლოში განიხილება“.

ამასობაში ტრამპი ამტკიცებს, რომ ბაიდენი აპირებს ჩათვალოს ყველა ხმა, „თაღლითურად მიცემულის“ ჩათვლით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გაჩერდება, სანამ „ამერიკელი ხალხი ხმების პატიოსან დათვლას არ მიიღებს“, და საკუთარი პოზიციის დასაცავად სასამართლოში სარჩელებს ამზადებს.

არჩევის შემთხვევაში ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში რიგით 46-ე და ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0