თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ მდებარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს თავზე დრონი დაეცა, იუწყება Sputnik-საქართვეკლოს კორესპონდენტი.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ვის ეკუთვნოდა დრონი, ჯერჯერობით უცნობია.
ოპოზიციაში განაცხადეს, რომ დრონიმ იმიტომ ჩამოვარდა, რომ ხელისუფლება სიგნალს ახშობს.
გარდა ამისა, აქციაზე სხვა ინციდენტიც მოხდა. აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა პირმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას მიმართულებით წიგნი ისროლა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
აღნიშნული პიროვნება სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.