თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იწყება, იუწყება თბილისის მერია.
კერძოდ, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთზე გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.