Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებული წაულები კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Kirill Shpitsin / გადასვლა მედიაბანკშიწაულა
წაულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოში აღნიშნეს, რომ COVID-19-ის გადაცემა წაულადან ადამიანზე კორონავირუსში გენეტიკურ მოდიფიკაციებს იწვევს, კერძოდ კი ანტისხეულების სუსტ გამომუშავებას

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. დანიის გარდა კორონავირუსით ინფიცირებული წაულები მსოფლიოს კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

წაულა - Sputnik საქართველო
დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულ წაულებს დახოცავენ: ჯანმოს კომენტარი

რამდენიმე დღის წინ დანიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ წაულებში მუტაციაგანცდილი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანზე გადადის: მისი ახალი ფორმა ანტისხეულების სუსტ გამომუშავებას იწვევს, რაც ვაქცინის შემუშავებას აზრს დაუკარგავს. ქვეყანაში ყველა წაულას განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს - ეს დაახლოებით 15-17 მილიონი ცხოველია.

ახლა კი კორონავირუსი აღმოაჩნდათ წაულებს ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და შვედეთში.

„წაულები ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ დაავადდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

აღნიშნულია, რომ კორონავირუსი შეიძლება გადაედებოდეს როგორც ამ სახეობის ცხოველებს შორის, ისე წაულადან ადამიანზე. ამასთან ვირუსის გადაცემა სახეობაში მის გენეტიკურ მოდიფიკაციებს იწვევს.

ზაფხულის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დანიაში მუტაციაგანცდილი კორონავირუსით წაულადან ადამიანის ინფიცირების 214 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0