აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© © George Frey / Getty Images / AFPტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მკურნალობის კურსს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვე გადის, ხოლო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ის თავის Facebook-გვერდზე წერს.
„კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - წერს გაბაიძე.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. თვითიზოლაციაშია განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Sputnik საქართველო
ოზურგეთის რაიონული პროკურორი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსმა გვერდი არ აუარა არც პოლიტიკოსებს. ოპოზიციის ლიდერებს შორის კორონავირუსი დადასტურებული აქვთ ასევე პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სალომე სამადაშვილსა და კახა ოქრიაშვილს, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს.

დღეისათვის ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი უკვე 3-ათასიან ნიშნულს უახლოვდება. 

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებული 14 612 პაციენტიდან კლინიკებში მკურნალობს 4 670, კოვიდ-სასტუმროებში - 2 599, ხოლო 7 343 ადამიანი მკურნალობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში (რაც აქტიური შემთხვევების ნახევარია).

გამყრელიძე: პიკის პლატო რამდენ ხანს გაგრძელდება, რთული სათქმელია >>

საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0