გიორგი მახარაძე გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია – წლებია, ის მსახიობ მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა შეყვარებული დაიბრუნა.
View this post on Instagram
მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ. რამდენიმე კვირაში წყვილს შვილი ეყოლება, მანამდე კი გიორგიმ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობენ ერთად.
როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა მამაკაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.
View this post on Instagram
გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც თამაშობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას „ტიფლისმა“ და „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული.