კორონავირუსი ქართულ ოპოზიციაში: „ლელოს“ ლიდერი კვლავ საავადმყოფოშია

© AP Photo / Vincent Thianპი-სი-არ ტესტირება
პი-სი-არ ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პოლიტიკოსთა რიცხვი მატულობს. ოპოზიციის გარდა, კორონავირუსმა მთავრობის წევრებამდეც მიაღწია

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე, რომელიც  კორონავირუსითაა ავად, ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს პარტიის პრესსამსახურში.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, ძალებს იკრებს

კორონავირუსი პოლიტიკოსს 18 ოქტომბერს დაუდგინდა, რის შემდეგაც ის თვითიზოლაციაში გადავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და ხაზარაძე მაღალი ტემპერატურით კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დაინფიცირდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში - კახა ოქრიაშვილი. მას ინფექცია მსუბუქი ფორმით აქვს, ამიტომ სახლში მკურნალობს.

„კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი სიტყვებით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმაში ჰქონდა და ამის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ტესტის შემდეგ გაიგო.

კორონავირუსი გადაიტანეს პარლამენტის დეპუტატებმაც: პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ, ასევე მათი პარტიის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ვირუსი დაამარცხა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც გართულებების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლინიკაში ყოფნა მოუწია.

ტესტირება - Sputnik საქართველო
ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის პაციენტი მკურნალობს

ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსი მთავრობის რამდენიმე წევრსაც დაუდასტურდა. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს. კოვიდინფექცია გუშინ გამოუვლინდა ეკონომიკისა და მდგრაგი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასაც.

ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ამჟამად კი 1500–2000 ათასის ფარგლებში უკვე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მერყეობს, ბოლო დღე-ღამეში კი 2 ათასსაც გადააჭარბა – კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2 295-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.

ამის პარალელურად საქართველოში პოლიტიკური ვნებათა ღელვა კულმინაციას აღწევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ლიდერები ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ყველა ახალი ამბავი
0