Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ 1 დეკემბერს დაიბადა, დავარქმევ...“ – მოდელმა გაამხილა, ვის სახელს დაარქმევს შვილს

© courtesy of Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ რამდენიმე დღეც და მოდელი და ტელეწამყვანი მეორე შვილის დედა გახდება. აი, რა სახელის დარქმევას აპირებს მოდელი შვილისთვის, თუ ბიჭუნა სამყაროს 1 დეკემბერს მოევლინება.

პოპულარული ბლოგერი და ფოტომოდელი საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს გულახდილი პოსტით გამოეხმაურა. თამო ვაშალომიძე მშობიარობისთვის ემზადება. მას სულ რამდენიმე დღეში ვაჟი შეეძინება. ეს მეორე შვილია, რომელიც მას მეორე პარტნიორისგან ეყოლება. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, ბევრმა სირთულემ კი მათი ურთიერთობა უფრო გაამყარა.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

View this post on Instagram

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

View this post on Instagram

@artgardenbeauty 💅🏼 🧸

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამო ვაშალომიძემ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ კითხვებზე უპასუხა. მოდელმა აღნიშნა, რომ თუ ვაჟი 1 დეკემბერს ეყოლება, მას მამის სახელს დაარქმევს, რადგან ამ დღეს აკა სამხარაძის იუბილეა. სხვა კონკრეტულ სახელზე, როგორც თამომ აღნიშნა, წყვილს ჯერ არ უფიქრია.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0