რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკრძალებათ

გამოწერა
ამ დრომდე მოქმედი რეგულაციებით, რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე შეზღუდული იყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და მცხეთაში.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ბარები 22:00 საათამდე იმუშავებენ, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

აქცია - Sputnik საქართველო
პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

მისი განმარტებით, შესაბამისი გადაწყვვეტილება, რომელიც უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.

„რესტორნებში გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების შედეგად შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამ დრომდე მოქმედი რეგულაციებით, რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე შეზღუდული იყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და მცხეთაში.  

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0