საქართველოში კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო კინოთეატრებისა და თეატრების გახსნის ვადა გადაიდო, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
პანდემიის მეორე ტალღა: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც 1 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

„ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმების წარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0