როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ – ცნობილი გახდა შედეგები

© photo: Sputnik / Dmitry Parshyn / გადასვლა მედიაბანკშინიუ–იორკი
ნიუ–იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ გამართული კენჭისყრის შედეგებით ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ლიდერობს, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ შედის.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

ცესკომ ამ დროისთვის დაამუშავა 38 ქვეყნის 52 უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვით პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები ამგვარად გადანაწილდა:

პარტია ხმების რაოდენობა პროცენტი საერთო რაოდენობიდან
ბლოკი „ძალა ერთობაშია" 5481 45,34%
„ქართული ოცნება" 3508 29,02%
„ევროპული საქართველო" 390 3,23%
„ლელო საქართველოსთვის" 363 3%
„სტრატეგია აღმაშენებელი" 236 1,95%
„პატრიოტთა ალიანსი"  68 0,56%

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ პროპორციული სისტემით კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ – ცნობილი გახდა შედეგები - Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
ყველა ახალი ამბავი
0